logo
ENG



Reuters: ქართველი გულშემატკივრები დაბრუნებულ ფეხბურთელებს "სასწაული" ევროს შემდეგ ხვდებიან

03 ივლ 202409:14
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/03/k9ziussmn2a3drc.jpg

ეროვნული ნაკრების დახვედრაზე გამოცემა Reuters წერს. როგორც გამოცემა აღნიშნავს, ათასობით გულშემატკივარი თბილისის ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბა, რათა Euro 2024-ზე დებიუტანტ გუნდს "ამაღელვებელი კამპანიის" შემდეგ დახვედროდა. 

საზეიმო დახვედრა თბილისში 2 ივნისს გაიმართა. Reuters ღონისძიებას  ფეისბუქზე პირდაპირ ეთერში გადასცემდა. 

Reuters წერს, რომ ფეხბურთელებმა ქალაქში ღია ავტობუსით ჩამოიარეს, რის შემდეგაც სცენაზე ავიდნენ. გამოცემას არ გამორჩენია, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას ხალხი ტაშით შეხვდა, ხოლო პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძეს გულშემატკივრებმა დაუსტვინეს.

"საქართველოს ხანმოკლე, მაგრამ ევროს ენერგიულმა კამპანიამ სამხრეთ კავკასიის 3,7-მილიონიანი ერი შთააგონა.

ქართველი ფეხბურთელები კარგად იყვნენ წარმოდგენილნი საბჭოთა კავშირის ნაკრებებში 1991 წლამდე, მაგრამ მოსკოვისგან დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ქვეყანას არ ჰქონდა დიდი ტურნირებზე ასპარეზობის კვალიფიკაცია.

ახლა კი, ევროზე წარმატებული დებიუტის შემდეგ, ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელიასა და თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძის, ტურნირის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირის ხელმძღვანელობით, ბევრი ქართველი იმედოვნებს, რომ მათმა პატარა ქვეყანამ მომავლის საფეხბურთო რუკაზე ადგილი დაიმკვიდრა", - წერს გამოცემა.


close დახურვა